Google-მა Pixel 5 სმარტფონი წარადგინა
კომპანია Google-მა, 30 სექტემბერს ტექნიკის ღონისძიებაზე ახალი სმარტფონები : Google Pixel 5 და Pixel 4A 5 G წარადგინა. ინფორმაციას ვებ გვერდი – The Verge ავრცელებს.
Pixel 5-ის ფასი $700 აშშ დოლარს შეადგენს და მისი გაყიდვები სავარაუდოდ 15 ოქტომბრიდან დაიწყება. ფლაგმანის ეკრანი 6 ინჩია, 1080 x 2340 გარჩევადობითა და 90 Hz განახლების სიხშირით. სმარტფონი აღჭურვილია Qualcomm Snapdragon 765G პროცესორით, 8 GB ოპერატიული და 128 GB შიდა მეხსიერებით. Pixel 5-ს ორი უკანა კამერა აქვს : 12.2 MP-ის მქონე ძირითადი და 16 MP-იანი ულტრა ფართო, წინა სელფის კამერა კი 8 MP-ს შეადგენს. Pixel-ის სმარტფონები ყოველთვის გამორჩეულია, კამერის მონაცემებით. ახალი მოდელის ბატარეის მოცულობა 4080 mAh-ია და ის აღჭურვილია უსადენო დატენვის მხარდაჭერით.
Google Pixel 5 სმარტფონი შავ და მწვანე ფერებშია წარმოდგენილი.

