Facebook-ი Instagram-ისა და Messenger-ის შეტყობინებების გაერთიანებას იწყებს
სოციალური ქსელი Facebook-ი, მის მფლობელობაში მყოფი აპლიკაციების Messenger-ისა და Instagram-ის შეტყობინებების გაერთიანებას იწყებს. გარდა ამისა Instagram-ის DM განყოფილება ძალიან მალე განახლებულ ფუნქციებს მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას ვებ გვერდი – The Verge ავრცელებს.
მომხმარებლის გარკვეულ ნაწილთან შეტყობინებების ინტეგრირება უკვე დაიწყო და სავარაუდოდ მალე ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჩატის გაერთიანება ნებაყოფლობითია და მომხმარებელს ფუნქციის ჩართვამდე შესაძლებლობა აქვს უარი თქვას.
გარდა ამისა ეტაპობრივად Instagram-ის DM-ს Messenger-ის ყველა ფუნქცა დაემატება, მათ შორის: სტიკერები, ფერადი ჩატი, შეტყობინებებზე სხვადასხვა რეაქციის გამოხატვა, წაშლა, დაბლოკვა და ა.შ.

