როგორ ავარიდოთ თავი ფიშინგს?
სანამ ინტერნეტ ბანკის პაროლს, ბარათის მონაცემებს ან პირად ინფორმაციას შეიყვანთ საიტზე, ჯერ დაფიქრდით და შემდეგ იმოქმედეთ.უნდა შეგვეძლოს ყალბი გვერდების ამოცნობა.- დააკვირდით ვებ-გვერდის მისამართს – ეს ის საიტია, რომელზეც უნდა ყოფილიყავით?დაფიქრდით, როგორ მოხვდით ამ გვერდზე: სანდო წყაროდან გადმოხვედით ამ გვერდზე?საუკეთესო გამოსავალია, თავად აკრიფოთ ვებსაიტის მისამართი და ასე შეხვიდეთ სასურველ გვერდზე.ყალბი ვებსაიტების ბმულებს სოციალური ქსელებით ავრცელებენ. მაგალითად, ფეისბუქის ჯგუფებში, რომელშიც ათასობით ადამიანია გაწევრიანებული და თავადაც არ იცით როგორ მოხვდით იქ.თუ რაიმე მიმზიდველ ან სკანდალურ მესიჯს/რეკლამას ავრცელებს ფეისბუქ გვერდი, გადაამოწმეთ მისი ნამდვილობა. რამდენი ლაიქი აქვს გვერდს? რამდენი პოსტი არის დაწერილი გვერდზე? როდინდელი პოსტები დევს გვერდზე? უპასუხეთ ამ შეკითხვებს საეჭვო გვერდების ამოსაცნობად.გაითვალისწინეთ, რომ ნამდვილ გვერდებს ვერიფიცირებულობის ლურჯი ნიშანი აქვთ ფეისბუქზე (ყალბ ვებ გვერდებს, შესაბამისად ასეთი ნიშანი არ გააჩნიათ).- საეჭვო ვებ-გვერდებზე არ შეიყვანოთ თქვენი პირადი და საბარათე მონაცემები.- მიაქციეთ ყურადღება ვებ-ბრაუზერების (Chrome, Firefox, Safari, Internet Explorer, Opera, Edge. . .) მიერ ამოგდებულ შენიშვნებს. თუ საიტის მისამართის ზოლი გაწითლებულია ან აწერია Not Secure ან ახატია წითელი ბოქლომი, არ ენდოთ ასეთ საიტებს და არ შეიყვანოთ მონაცემები

