როგორ შევქმნათ საიმედო პაროლი
მრავალფეროვნება – მოერიდეთ მოკლე სიტყვების და მარტივი ციფრების კომბინაციას. გამოიყენეთ დიდი და პატარა ასოები, სასვენი ნიშნები, ციფრები და სხვა სიმბოლოები.
სიგრძე – სასურველია, პაროლი მინიმუმ 16 სიმბოლოსგან შედგებოდეს. ხრიკი: მოიფიქრეთ მარტივი წინადადება, რომელსაც შემდეგ გაართულებთ მრავალფეროვანი სიმბოლოებით (მაგ: msopliossauketesoparoli à Ms0pl1os,S@uk3tesO-parol!)
როგორ გამოვიყენო პაროლი უსაფრთხოდ?
განახლება – ხშირად შეცვალეთ პაროლები (მაგალითად, სამ თვეში ერთხელ).
პირადი ინფორმაცია – ნუ გამოიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას (შვილის სახელი ან საცხოვრებელი მისამართი…) პაროლად.
გაზიარება – არ გაუზიაროთ პაროლი გარეშე პირებს.
საერთო სივრცე – მოერიდეთ პაროლების შეყვანას საერთო მოხმარების კომპიუტერებში და ისეთ ადგილებში, სადაც კამერებია დაყენებული.
გამეორება – ნუ გამოიყენებთ ერთსა და იმავე პაროლს სხვადასხვა ანგარიშისთვის და ვებგვერდისთვის.

