Front-end Developer

კურსის აღწერა
დღეისთვის ადამიანების უმეტესობა სხვადასხვა ინფორმაციის მისაღებად იყენებს ვებსაიტებს. ვებსაიტი კი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი თქვენი ბიზნესის განსავითარებლად. Front-end პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. Front-end-ზე მიღებული უნარ – ჩვევების საშუალებით შესაძლებელია მუშაობა ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში. ეს ნიშნავს, რომ front-end დეველოპერს ყოველთვის ექნება ურთიერთქმედების ახალი საშუალებები და მიიღებს ახალ უნარ-ჩვევებს. ეს ის სფეროა, რომელიც პრაქტიკული სწავლების მრავალ შესაძლებლობას იძლევა.
კურსის თემატიკა
ნებისმიერი სერიოზული პროფესია იწყება მყარი საფუძვლებით. ეს კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც აინტერესებს და სსურს საკუთარი ძალებით შექმას თანამედროვე ვებ საიტები HTML5, CSS3 და JavaScript ტექნოლოგიების გამოყენებით.
გარდა თეორიისა კურსის მონაწილეებს ელოდება მრავალი პრატიკული დავალებები, რომლებიც კურსის მონაწილეებს დაეხმარება მიღებული ცოდნა განამტკიცონ და გამოიმუშაონ Front-end დეველოპერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ HTML5, CSS3 და JavaScript დაპროგრამების ენის საკვანძო კონსტრუქციები.
კურსზე დაშვების წინაპირობა:
საბაზისო ცოდნა არა სავალდებულო.
კურსის დამთავრების შემდეგ თქვენ გეცოდინებათ:
კურსის დამთავრებისთანავე შეძლებთ იმის დადგენას თუ როგორ მუშაობენ საიტები, კონკრეტულად HTML5 საშუალებით შეძლებთ საიტის სტრუქტურის აგებასა და გამართვას. CSS3 საშუალებით მოახდენთ საიტზე ფერების, ტექსტების, პოზიციონირების განსაზღვრას და სხვა ვიზუალური ასპექტების რეალიზაციას. CSS3 ანიმაციების საშუალებით შეძლებთ საიტის სტილიზაციას. ამასთან ერთად კურსის დამთავრების შემდეგ შეძლებთ ეკრანის სხვადასხვა ზომაზე მორგებულ ვებ გვერდების შექმნას. კურსის ფარგლებში ასევე შეისწავლით მნიშვნელოვან დაპროგრამების ენის JavaScript-ის საფუძვლებს, რომლის საშუალებითაც, საიტი შეიძენს ფუნქციონალს და ინტერაქტიულობას.
აუცილებელი ინსტრუმენტები
კომპიუტერი , ინტერნეტი
შეხვედრების რაოდენობა: 12 შეხვედრა
შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი 30 წუთი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 10 მსმენელი
კურსის ღირებულება: 250 ლარი
ტრენერი: ნიკოლოზ ნარსია
კურსი ჩატარდება დისტანციურად!
რა თქმა უნდა, მახასიათებლები
- ლექციები 0
- ტესტები 0
- ხანგრძლივობა 50 საათი
- უნარი დონეზე ყველა დონეზე
- ენა ინგლისური
- სტუდენტები 0
- შეფასებები დიახ
