ელექტრონული კომერციის სისტემების აგება – WordPress

კურსის აღწერა
ელექტრონული კომერციის დახმარებით შესაძლებელია ბიზნესის გაფართოება ან ახალი ბიზნესის წამოწყება მინიმალური დანახარჯებით. კურსის ფარგლებში სტუდენტი აითვისებს ელექტრონული კომერციის სისტემების შექმნას ვებ-ტექნოლოგიების და კონტენტის მართვის სისტემა WordPress-ის გამოყენებით. განხილულ იქნება ელექტრონული კომერციის ვებ-გვერდების შექმნის მეთოდები, ასევე მათი დამატებითი ფუნქციებით გაფართოების ინსტრუმენტები. სწავლის პროცესში სტუდენტი დამოუკიდებლად შექმნის ელექტრონული კომერციის საკუთარ სისტემას ყველა აუცილებელი კომპონენტით, როგორიცაა, პროდუქტებზე ინფორმაციის მართვა, საქონლის არჩევა და კალათაში თავმოყრა, შეკვეთის გაფორმება, თანხის გადახდა, მარკეტინგული სერვისების დაგეგმვა და ასე შემდეგ.
კურსის თემატიკა
- WordPress ინსტალაცია, გამართვა და საბაზო ფუნქციონალი (პოსტები, ტეგები, კატეგორიები, გვერდები, მენიუები, თემები, ვიჯეტები)
- მომხმარებელთა მართვა WordPress-ში
- WordPress პროგრამული კოდის და სტილის შაბლონების მართვა
- WordPress ფუნქციონალური გაფართოებები (პლაგინები)
- ელექტრონური კომერციის სისტემების აგება და მართვა WordPress გარემოში პლაგინ WooCommerce-ის გამოყენებით
- გადახდის მოდულების ინტეგრაცია WooCommerce-ს გარემოში
კურსზე დაშვების წინაპირობა: მინიმალური ცოდნა საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
კურსის დამთავრების შემდეგ თქვენ გეცოდინებათ:
- ელექტრონული კომერციის არსი, ტიპები და ფორმები
- ელექტრონული კომერციის სისტემების აგება კონტენტის მართვის სისტემა WordPress-ის გარემოში
აუცილებელი ინსტრუმენტები
- პერსონალური კომპიუტერი ოპერაციული სისტემა Windows 10-ით და ნებისმიერი გავრცელებული ვებ-ბრაუზერით (Google Chrome, Mozilla Firefox, MS Edge, Apple Safari)
- საიმედო ინტერნეტ-კავშირი
კურსის ხანგრძლივობა: 9 საათი
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
კურსის ღირებულება: 180 ლარი
კურსი ჩატარდება დისტანციურად!
რა თქმა უნდა, მახასიათებლები
- ლექციები 0
- ტესტები 0
- ხანგრძლივობა 50 hours
- უნარი დონეზე All levels
- ენა English
- სტუდენტები 0
- შეფასებები დიახ
