ღრუბლოვანი სერვისების მართვა- MS Azure

კურსის აღწერა
ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენება სასარგებლოა ყველა ტიპის ბიზნესის და მომხმარებლისთვის: მათთვის, ვისაც უკვე აქვს მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესი და განსაკუთრებით მათთვის, ვინც საქმიანობას შეზღუდული ფინანსური და მატერიალური რესურსებით იწყებს. კურსის ფარგლებში სტუდენტები ისწავლიან საბაზო კომპიუტერული რესურსების (ვირტუალური კომპიუტერი, კომპიუტერული ქსელი, ვებ-პლატფორმა) განთავსებას და მართვას ღრუბლოვან სივრცეში, უზრუნველყოფენ მათს უსაფრთხოებას და აითვისებენ ხარჯების მართვის და ოპტიმიზაციის მეთოდებს.
კურსის თემატიკა
- ღრუბლოვანი სერვისების დანიშნულება, უპირატესობები და ნაკლოვანებები
- PAYG (Pay As You Go)-მოდელი. ხარჯების ოპტიმიზაცია და მონიტორინგი.
- ვირტუალური მანქანის და მისი თანმხლები რესურსების შექმნა ერთიანი რესურსთა ჯგუფის (Resource Group) ფარგლებში. სახელდების სერვისის (DNS) და უსაფრთხოების სისტემის გამართვა
- რესურსების დამატება და მართვა. მცირე ღრუბლოვანი კომპიუტერული ქსელის აწყობა
- მართვის ცენტრალური პანელის (Dashboard) მოწყობა
- ვებ-აპლიკაციების ინტეგრაცია ღრუბლოვან სივრცეში
კურსზე დაშვების წინაპირობა: მინიმალური ცოდნა საინფორმაციო ტექნოლოგიების შემდეგ დისციპლინებში: კომპიუტერის არქიტექტურა, ოპერაციული სისტემები, კომპიუტერული ქსელები, კიბერუსაფრთხოება
კურსის დამთავრების შემდეგ თქვენ გეცოდინებათ:
- ღრუბლოვანი სერვისების დანიშნულება და მოდელები და ფორმები
- ღრუბლოვანი სერვისების აგების და მართვის მეთოდები MS Azure-ს გარემოში
აუცილებელი ინსტრუმენტები
- პერსონალური კომპიუტერი ოპერაციული სისტემა Windows 10-ით და ნებისმიერი გავრცელებული ვებ-ბრაუზერით (Google Chrome, Mozilla Firefox, MS Edge, Apple Safari)
- მაღალსიჩქარიანი და საიმედო ინტერნეტ-კავშირი
- MS Azure-ს უფასო ან მინიმალური ღირებულების აბონემენტი (Subscription)
კურსის ხანგრძლივობა: 9 საათი
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
კურსის ღირებულება: 180 ლარი
კურსი ჩატარდება დისტანციურად!
რა თქმა უნდა, მახასიათებლები
- ლექციები 0
- ტესტები 0
- ხანგრძლივობა 50 hours
- უნარი დონეზე All levels
- ენა English
- სტუდენტები 0
- შეფასებები დიახ
