რა არის ფიშინგი?
მარტივად რომ ვთქვათ, ფიშინგი არის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც პირად მონაცემებს და პაროლებს ჩვენი ნებით გავცემთ. თაღლითები ქმნიან ყალბ ვებ-გვერდებს და ანგარიშებს სოციალურ ქსელებში. რეალურთან მიმსგავსებული, გაყალბებული გვერდებით ავრცელებენ დამაინტრიგებელ წერილებს სოციალური ქსელებით, ასევე sms-ის და ელ. ფოსტის საშუალებით – როგორც წესი, ბმულზე გადასვლას და ჩვენი მონაცემების შეყვანას ითხოვენ, სანაცვლოდ კი დიდ ფულად პრიზებს ან სხვა მიმზიდველ პრიზებს გვპირდებიან.

