Windows ადმინისტრირება

კურსის აღწერა
ორგანიზაციის კომპიუტერული ქსელის ეფექტური ადმინისტრირების ყველაზე გავრცელებულ პროგრამას წარმოადგენს კომპანია Microsoft-ის სისტემა Active Directory (AD). განსაკუთრებით საშუალო და დიდი კომპიუტერული ინფრასტრუქტურისთვის AD-ს დანერგვა ამარტივებს მომხმარებლების, კომპიუტერების, პრინტერების და სხვა აპარატული და პროგრამული რესურსების მართვის პროცესს და მრავალი აუცილებელი სერვისის (ფაილური სერვისი, ელექტრონული ფოსტა) უმტკივნეულოდ დანერგვას უწყობს ხელს. კურსის ფარგლებში სტუდენტები აითვისებენ ღრუბლოვან სივრცეში ორგანიზაციის ინფორმაციული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეთოდებს AD-სისტემის საფუძველზე, ასევე სხვადასხვა აუცილებელი ინფორმაციული სერვისების აქტივაციის და გამართვის ხერხებს.
კურსის თემატიკა
- ვირტუალიზაციის საფუძვლები. ვირტუალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა (VirtualBox). ვირტუალური სერვერის აგება ლოკალურ გარემოში და ღრუბლოვან სივრცეში
- კომპიუტერული ქსელების და სისტემების მართვის მოდელები: „სამუშაო ჯგუფი“ და „დომენი“
- დომენური არქიტექტურის შექმნა სისტემა Active Directory-ის საფუძველზე. დომენების, ქვედომენების, ორგანიზაციული ერთეულების, მომხმარებლების და მომხმარებელთა ჯგუფების მართვა
- ჯგუფური პოლიტიკების დანიშნულება, შექმნა და მართვა
- ფაილური სერვისის აწყობა და მორგება დომენურ მოდელთან
- დაშორებული სამუშაო ადგილების სერვისის გამართვა ორგანიზაციის ინფორმაციულ სივრცეში
კურსზე დაშვების წინაპირობა: სისტემური ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების და სერვერული ოპერაციული სისტემა Windows Server-ის საბაზო ფუნქციების ცოდნა, ღრუბლოვან სერვისებთან მუშაობის მინიმალური გამოცდილება.
კურსის დამთავრების შემდეგ თქვენ გეცოდინებათ:
- ინფორმაციული სისტემების ადმინისტრირება სერვერული ოპერაციული სისტემა Windows Server-ის გარემოში
- ცენტრალიზებული სერვისების დანერგვა და მართვა
აუცილებელი ინსტრუმენტები
- პერსონალური კომპიუტერი ოპერაციული სისტემა Windows 10-ით და ნებისმიერი გავრცელებული ვებ-ბრაუზერით (Google Chrome, Mozilla Firefox, MS Edge, Apple Safari)
- საიმედო ინტერნეტ-კავშირი
- MS Azure-ს უფასო ან მინიმალური ღირებულების აბონემენტი (Subscription)
კურსის ხანგრძლივობა: 14 საათი
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
კურსის ღირებულება: 300 ლარი
კურსი ჩატარდება დისტანციურად!
რა თქმა უნდა, მახასიათებლები
- ლექციები 0
- ტესტები 0
- ხანგრძლივობა 50 hours
- უნარი დონეზე All levels
- ენა English
- სტუდენტები 0
- შეფასებები დიახ
